ევროსაბჭო ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებით კმაყოფილია.
შესაბამისი ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე წუხელ, გვიან ღამით გამოქვეყნდა.
"მოვუწოდებთ მხარეებს, შეამოწმო,ნ გათავისუფლებულია თუ არა მსგავ გარემოებებში დაკავებული სხვა პირებიც და გარკვეულია თუ არა დაკარგული ადამიანების ბედი. ადამიანის, განსაკუთრებით კი, ბავშვთა უფლებები კონფლიქტურ რეგიონებში სრულად უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ევროსაბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თითქმის თვენახევრიანი ტყვეობის შემდეგ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები მარიონეტულმა რეჟიმმა რამდენიმე დღის გაათავისუფლა.