ხვალ, 25 აგვისტოს, 20:00 საათზე, "დიოგენეს" კინოკლუბში ნაჩვენები იქნება მარტინ სკორსეზეს 1980 წელს გადაღებული ფილმი "ცოფიანი ხარი" (როლებში - რობერტ დე ნირო, ჯო პეში).
როგორც "დიოგენეს" კინოკლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, კლუბის წევრებისთვის მზადდება სახელობითი ბარათები. კლუბის წევრს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს 15%-იანი ფასდაკლებით წიგნის მაღაზია "დიოგენეში". კინოკლუბის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 12 ლარს.
ფილმზე დასასწრები ერთჯერადი ბილეთის საფასური არის 5 ლარი. ბილეთის ფასში შედის ყავა, ჩაი ან ლუდი.