საქართველო-ჩინეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
თბილისში გამართულ კონსულტაციებზე ქართული მხარის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ასათიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, კონსულტაციებზე ჩინეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
რაც შეეხება საუბრის თემებს, შეხვედრის დროს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები, ასევე 2010 წლის სამუშაო გრაფიკი, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების საკითხები განიხილეს.