რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვის ალექსანდრე კალიაგინის თეატრ "Et Cetera"-ში მუშაობის გაგრძელებას დათანხმდა.
"რა თქმა უნდა, დავთანხმდები, რადგან მე ვარ ადამიანი მადლიერების დიდი გრძნობით. მე ვითხოვე რაღაც ვადა და უნდა ვიგრძნო შინაგანად რამდენად ვიქნები თავისუფალი. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე შევთანხმდით იმაზე რას დავდგამთ. მინდა იყოს კომედია, სერიოზული თემით და ძლიერი შინაგანი ფაქტორით", - განუცხადა ტელეკომპანია "კულტურას" სტურუამ.
მისივე თქმით, მან აღნიშნული თეატრიდან მიწვევა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, როდესაც " Et Cetera"-ში შექსპირის "ქარიშხალზე" მუშაობა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება რუსთაველის თეატრის ფაქტორის გამო ვერ მიიღო.
" Et Cetera"-ში სტურუამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სპექტაკლი დადგა.