დეპუტატ პაატა დავითაიას შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი განხორციელების შანსი ნაკლებია. როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში ეკა ტყეშელაშვილს, თემურ იაკობაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენელბს შორის გამართული შეხვედრის დასრუილების შემდეგ დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტის განხორციელებას ხელს სეპარატისტი ლიდერები შეუშლიან.
"ჩემი წინადადებაა, სტრატეგიულ დოკუმენტში ჩაიწეროს, რომ აუცილებელია მარიონეტული რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძვრა. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ დოკუმენტს განხორციელების პერსპექტივა ჰქონდეს", - განაცხადა დავითაიამ.
ზოგადად საქართველოს ხელისუფელბის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას ოპოზიციონერი დეპუტატი იწონებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მიზეზი რომ არა, ოსებთან და აფხაზებთან სასაუბროდ კარგი დოკუმენტია.