რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას ოპოზიციის ყველა მოსაზრება და შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. ამის შესახებ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს აპარატში ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში დიდია. მათMძალიან საქმიანი და სწორი შეკითხვები აქვთ და ყველა მათი მოსაზრება იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის შემუშავება წლის ბოლომდე მოხდება. უკვე სამოქმედო გეგმაზე კი ხელისუფლება მუშაობას იანვრიდან დაიწყებს.