24- 25 აგისტოს, ბათუმის მერიის პროექტის "ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი" ფარგლებში „art-ლაბორატორია" წარმოადგენს პროექტს ტურისტებისა და ადგილობრივი მაყურებელთათვის.
ამჯერად მინიატურა "ოთხი ტანგო" (ქრონომეტრაჟი 40 წუთი) წარმოდგენილ იქნება 6 მაისის პარკში (ყოფილი პიონერთა პარკი).
წარმოდგენის რეჟისორია ოთარ ქათამაძე, ქორეოგრაფი ამირან მახარაძე.
სპექტაკლში მონაწილეობს 15 ახალგაზრდა მსახიო.ბი
დამდგმელი ჯგუფი იცავს კომედია დე ლ'არტეს ფორმას. წარმოდგენის წინ ბათუმის ქუჩებში რამოდნენიმე საათით ადრე მოეწყობა თეატრალური მსვლელობა.
ბათუმის მერიის პროექტი "ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი" ძველი და ახალი ბათუმის სხვადსხვა ქუჩაზე, ახალ და ძველ ბულვარში, მოედნებსა დაU სკვერებში იმართება.