ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისი პირობა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე პირადად უშიშროების საბჭოს მდივნის, ეკა ტყეშელაშვილისგან მიიღეს.
როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, საწყის ეტაპზე ხელისუფლება 6-თვიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
"მოვითხოვეთ, დაუყონებლივ დაწყებულიყო მუსაობა სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იმპლემენტაციის განხორციელების მექანიზმებს განსაზღვრავდა. მივიღეთ პირობა, რომ ამაზე მუშაობა ინვარიდან დაიწყება და 6-თვიანი სამუშაო გეგმა შემუშავბდება, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს ლალიაშვილი.
ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმარტებაში სახელმწიფო სტრატეგიას ლალიაშვილი მნიშვნელოვან დოკუმენტად აფასებს.
"ის, რომ საქართველოს ხელისუფელბამ მისი შემუშავება შეძლო, ქვეყნისთვის მისალოცია. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის მიმართ ნაკლები კრიტიკა და მეტი მხარდაჭერა უნდა არსებობდეს", _
მიაჩნია ლალიაშვილს.
უშიშროების საბჭოს აპარატში ეკა ტყეშელაშვილს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილსა და საპარალმენტო და არასაპარალმენტო ოპოზიციის წრამომადგენლებს შორის აღნიშნულ სტარტეგიასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა უკვე დასრულებულია.