23, 24, 25 აგვისტოს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია.
კოტე მარჯანიშვილის და ოქროს ნიღბის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი მაყურებელს მაროტო ჯუზეპესა და ბელზარიო რანდონეს ცნობილ კომედიას „ქვრივთა ნუგეშისმცემელს" შესთავაზებს.
პიესა ქართულად დრამატურგმა თამაზ მეტრეველმა თარგმნა. სპექტკალში ფოთის თეატრის თითქმის მთელი დასია დაკავებული. მაყურებელი სპექტაკლში იმ მსახიობებსაც იხილავს, რომლებიც ბოლო წლების დადგმებში არ მონაწილეობდნენ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის და ფოთის მერიის მხარდაჭერით.
26 აგვისტოს კი წარმოდგენილი იქნება ფერნანდო ჯოვანინის „აი, ეს არის ძალაუფლება", რომელიც რამდენიმე წლის წინ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.
სპექტაკლს დაესწრება იტალიელი დრამატურგი ფერნანდო ჯოვანინი, რომელიც საქართველოში საგაგნგებოდ სპექტაკლის სანახავად პიესის მთარგმნელის თამაზ მეტრეველის მოწვევით ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები