ჰოლივუდში ერთდროულად სამი სტუდია - Universal-ი, Relativity Media და Disney - ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრის კინოადაპტაციაზე მუშაობს.
სტუდია Disney-მ, რომელმაც ოდესღაც ფიფქია მულტფილმად აქცია, ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაიფიქრა გადაეღო სრულმეტრაჟიანი პროექტი ფიფქიასა და ჯუჯებზე, თუმცა აქტიური მოქმედება ახლა დაიწყო. თავდაპირველად ფილმის რეჟისორი მაიკლ გრეისი გახდა.
ფილმის სიუჟეტი, სათაურით "შვიდთა ორდენი", კონცეფცია რამდენჯერმე შეიცვალა,საბოლოოდ შეჩერდა ვარიანტზე, სადაც მე-19 საუკუნის ჩინეთში სხვადასხვა ეროვნების შვიდი დაქირავებული იცავს ინგლისელ ლამაზმანს.
"ფილმში ფიფქიას გამოჩენა მინიმალიზებულია. მთელი ყურადრება გადატანილია მის კომპანიონებზე, რომლებიც ახალ ფილმში საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტები ხდებიან. სცენარის ავტორია მაიკლ არნდტი ("სათამაშოების ისტორია დიდი გაქცევა" და "პატარა მის ბედნიერება"). ერთ-ერთი როლი ჯეტ ლის უნდა შეესრულებინა, მაგრამ მიიღებს თუ არა ამ როლს, უცნობია.
"შვიდთა ორდენი" ფიფქიაზე გადაღებული მესამე კინოადაპტაციაა, რომელსაც ამ დროისთვის იღებენ. ფილმი ეკრანებზე 2013 წელს უნდა გამოვიდეს; Relativity Media-ს ფილმი ეკრანებზე 2012 წლის 16 მარტს გამოვა, ხოლო სტუდია Universal-ის ნამუშევარი იმავე წლის 1-ელ ივნისს.
Relativity Media-ს "ძმები გრიმების ფიფქიას" ტარსემ სინგხსი იღებს, მასში ლილი კოლინზი, ჯულია რობერტსი და ერმი ჰამერი მონაწილეობენ.
Universal-ის კინოვარიანტს კი რეჟისორი რუპერტ სანდერსი გადაიღებს. მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, შარლიზ ტერონი და კრის ჰამსბორტი შეასრულებენ.