უშიშროების საბჭოს აპარატში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს. საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ეკა ტყეშელაშვილის აპარატში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა, ოკუპირებულ ტერტიორებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი ხარისხიანი გამოვიდა.
"ჩვენ ასეთი დონის დოკუმენტი პირველად გვაქვს", - აცხადებს დეპუტატი, თუმცა განმარტავს, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა შემუშავებულ დოკუმენტს კონკრეტული გეგმის გაწერა მოჰყვეს, თუ როგორ და რა ვადებში აპირებს ხელისუფლება მის განხორციელებას. ტყეშელაშვილის აპარატში მიმდინარე შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ჯერჯერობით მხოლოდ ბაჩუკი ქარდავა ესწრება.