ხვალ, 20 აგვისტოს, 22:00 საათზე, ბათუმში სასტუმრო ინტურისტ-პალასის "ზამთრის ბაღში" სალომე ბაკურაძისა და დათო გომართელის კონცერტი გაიმართება.
21 აგვისტოს რესტორანი "სან-რემო" ლაშა ღლონტსა და მის მეგობრებს უმასპინძლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საინტერესო მუსიკალური საღამოებია დაგეგმილი კლუბ Tike Five-ში, სადაც 20 აგვისტოს ქართული სიმღერის კონცერტი "თბილისური საღამო", ხოლო 21 აგვისტოს - სოფო ხალვაშისა და ანა ქასრაშვილის კონცერტი ჩატარდება.