იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში უცხო ქვეყნებში საქართველოს საკონსულოების თანამშრომლელთათვის სწავლების მიმდინარეობის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ღონისძიება 8 დღეს გასტანს და მასში საკონსულოების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. სწავლების მიზანია საქართველოს საკონსულოების თანამშრომელთათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იმ მომსახურებებთან დაკავშირებით, რომლის მისაღებად მათ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აკითხავენ.
`სწავლების მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა გამარტივებლად მიიღონ მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მათ. გამარტივებული მომსახურება გულისხმობს: ტექნოლოგიები რაც ჩვენ გვაქვს დანერგილი საქართველოში, იგივე ტექნოლოგიები დაინერგოს საკონსულოებში.~- განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ
"ტექნოლეგიების დანერგვა ჩვენს საკონსულოებში ეფექტურს გახდის მომსახურებას
საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის~- აღნიშნა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ
სწავლების თემებია: მოქალაქეობა და მიგრაცია; აპოსტილი და ლეგალიზაცია; სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაცია; სანოტარო საკითხები; იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა და სხვა.
ღონისძიების მონაწილეებისათვის გათვალისწინებულია ორდღიანი პრაქტიკული
სამუშაო სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიღებული ცოდნის შემოწმებისათვის ტესტირება ჩაუტარდებათ.