გრანდიოზული კონცერტებისა და მრავალი საინტერესო ფესტივალის გარდა, ბათუმი არა ერთ მუსიკალურ საღამოს მასპინძლობს. სხვადასხვა მომღერლის მიერ ჩატარებული კლუბური ხასიათის კონცერტები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბათუმში დასვენებას და შესაბამისად იზიდავს უფრო მეტ ტურისტსაც. დღეს, 18 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათზე, სასტუმრო « შერატონი » დამსვენებლებს იმპროვიზირებულ შოუს სთავაზობს, სადაც დასარტყამ ინსტრუმენტ ჰენგდრამზე დაუკრავს გოგა ხაჩიძე. მასთან ერთად სცენაზე წარსდგება დათო ევგენიძე. ამ საინტერესო ტანდემის კონცერტი ორი საათის განმავლობასი გაგრძელდება.
20 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათზე, სასტუმრო ინტურისტ-პალასის « ზამთრის ბაღში » სალომე ბაკურაძისა და დათო გომართელის კონცერტი გაიმართება.
21 აგვისტოს რესტორანი « სან-რემო » ლაშა ღლონტსა და მის მეგობრებს უმასპინძლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საინტერესო მუსიკალური საღამოებია დაგეგმილი კლუბ Tike Five-ში, სადაც 20 აგვისტოს ქართული სიმღერის კონცერტი « თბილისური საღამო », ხოლო 21 აგვისტოს - სოფო ხალვაშისა და ანა ქასრაშვილის კონცერტი ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები