18 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე ქალაქ ფოთის ცენტრში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნების ზღვა" ფილმის პრემიერით გაიხსნება.
ფესტივალი „ხელოვნების ზღვა"- ეძღვნება ქალაქ ფოთის თანამედროვე ხელოვნების პოტენციალს და როლს თანამედროვე ურბანული სივრცის ფორმირებაში, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, ყოფითი, ტურისტული და ეკოლოგიური განვითარების ჭრილში. ფესტივალი, 12 დღიან მულტიმედიურ პროგრამას მოიცავს; თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, საგანმანათლებლო ლექცია-მასტერკლასებს, აქციებს, დისკუსიებს, პერფორმანსებს, ესპანელი და ქართველი მუსიკოსების კონცერტებს DJ წვეულებებს. ფესტივალის დასკვნითი გრანდიოზული გალა კონცერტი 30 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით იმართება.