ოსკაროსანი ფილმის "კლავთა დუმილის" რეჟისორი ჯონათან დემი სტივენ კინგის რომანის "11.22.63."-ის ეკრანიზაციას იწყებს.
ფილმის სიუჟეტი სკოლის მასწავლებლის, ჯეიკ ეპინგის ირგვლივაა აგებული, რომელიც საოცარ საიდუმლოებაში ეხვევა. იგი ცდილობს ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობას.
კენედის ეპოქაში მყოფი ეპინგი ეცნობა ლი ოსვალდს, დეპრესიულ ადამიანს, რომელიც დღემდე კენედის მკვლელად მიიჩნევა.