საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დიასპორის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
იულონ გაგოშიძის შემცვლელმა საკუთარი პრიორიტეტები უკვე დაასახელა. როგორც უკვე ყოფილმა დეპუტატმა თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი მუშაობის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ქართველების ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოება იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილების შესახებ გილაურმა დღეს განაცხადა და საზოგადოებას ამ პოსტზე ახალი სახელმწიფო მინისტრი წარუდგინა.
პაპუნა დავითაია ახალ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შეუდგება.
რაც შეეხება იულონ გაგოშიძეს, როგორც ცნობილია, ის მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.