გერმანიის პოლიციის განცხადებით, ბერლინის პარკში ბომბი აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
პოლიციის წარმომადგენელ ჰეიდი ვოგტის განცხადებით, პარკში მამაკაცი ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც პოლიეთილენის შეკვრა დაინახა. შეკვრაში არსებული ბომბი მას შემდეგ აფეთქდა, როცა აღნიშნულმა პიროვნებამ შეკვრა აიღო. ის მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიცია ამ ეტაპზე არ საუბრობს, არის თუ არა მსხვერპლი და რა სახის ნივთიერება აფეთქდა.