რეჟისორმა რობერტ შვენტკემ გადაწყვიტა გაეხსენებია მისი გერმანული ფესვები და გადაეღო ფილმი, თუ როგორ მოვიდნენ ნაცისტები გერმანიის სათავეში.
ფილმს საფუძვლად დაედება რეალური ისტორია, გაზეთ Munich Post-ის ჟურნალისტების ბრძოლა ნაცისტურ პარტიასთან, რომელიც ძალას გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში იკრებდა.
1933 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნაცისტებმა გაანადგურეს ტოპოგრაფია, დახურეს გამომცემლობა, ხოლო თანამშრომლები დააპატიმრეს.
რობერტ შვენტკეს სურს აჩვენოს იმ პერიოდის გერმანიის საზოგადოება და შეეცადოს ახსნას თუ როგორ შეძლო ჰიტლერმა ასეთი პოპულარობა მოეპოვებინა.
ფილმის სამუშაო სათაურია "შხამიანი სამზარეულო".