საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით გადასვლის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ყაველაშვილი დააკავეს.
ყაველაშვილი შსს სასაზღვრო პოლიციის N 5 სამმართველოს (ლაგოდეხი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (ცოდნა) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.