საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე დეპუტატმა პაპუნა დავითაიამ ჩაანაცვლა. აღნიშნული საკადრო გადაადგილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"პაპუნა დავითაია კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს სწორედ დიაპსორის საკითხებს კურირებდა. ის ამ სფეროს კარგად იცნობს", - განაცხადა გილაურმა.
რაც შეეხება იულონ გაგოშიძეს, ის პრეზიდენტთან არსებულ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება.