საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მიუზიკლით "ქეთო და კოტე" ქართულ კულტურაში ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის განახლებულ ოპერის თიატრში მიუზიკლის "ქეთო და კოტეს" პრემიერის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამ სპექტაკლით ბათუმის ახლა კულტურის ცენტრის განხსნა არის მნიშვნელოვანი, ეს არის ახალი ჟანრის დაბადება და ჩვენი კულტურის აღორძინების დასაწყისი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ასევე ბათუმის განახლებულ ოპერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის რაც ბოლო წლებში საქართველოში კეთფდება ეს არის მისი გვირგვინი.
"არ დაგიმალავთ და ოპერის თეატრის განახლება ჩამი სისუსტე იყო, სადაც თითქმის ნულიდან აშენდა ყველაფერი და ეს არის გვირგვინი იმის, რაც კეთდება ბოლო წლებში საქართველში", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ბათუმის განახლებული ოპერა ცნობილმა არქიტექტორმა დანიელ ლარსენმა მოინახულა.
"დანიელ ნალრსენი არის მსოფლიოში საუკეთესო კოპენფაგენის ოპერის არქიტეტქორი და როდესაც იგი შემხვდა, ბათუმის ოპერით აღფთოვანებას ერთი საათი ვერ მალავდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის განახლებული ოპერა მიუზიკლით "ქეთო და კოტე" გუშინ გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ.