სასჯელთაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე წუთის წინ ხათუნა კალმახელიძე წარადგინა.
როგორც გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კალმახელიძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. უკვე რამდენიმე წელია კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
მისივე თქმით, კალმახელიძე რომელმაც ამ პოსტზე დიმიტრი შაშკინი შეცვალა ახალ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შეუდგება.
თავად ახლადდანიშნული მინისტრის განმარტებით კი ის უპირატესობას მუშაობის პერიოდში პენიტენცილური სისტემის რეფორმას მიანიჭებს.
"ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც პრემიერმა გამომიცხადა და ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მზად ვარ ჰუმანიზმით ვიხელმძღვანელო. ჩემი მიზანი იქნება იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც დიმიტრი შაშკინმა დაიწყო", - განაცხადა კალმახელიძემ.