დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა აცხადებს, რომ ე.წ. ღორის გრიპის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა შემცირებულია. ეს ეხება როგორც ბავშვებს ასევე მოზარდებს. ცანავა ასევე დასძენს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით დღეს არსებული სიტუაცია პიკური სიტუაციიდან კლებისკენ მიდის.
"საშიშროება ჯერჯერობით რჩება მაღალი რისკის მქონე პირებისათვის, რომლებსაც გართულებები აქვთ" - აცხადებს ცანავა და დასძენს, რომ საბედნიეროდ გრიპს არავითარი მუტაცია არ განუცდია.
ცანავას თქმით, რაც შეეხება გაზაფხულის პერიოდში მოსალოდნელ კიდევ ერთ პიკის შემთხვევებს ქვეყანა ამისათვის სრულიად მზად არის.
"გამოყენებულია ჯანდაცვის სამინისტროს მარაგის მხოლოდ მცირე ნაწილი. ასე რომ თუკი გაზაფხულზე პიკური სიტუაცია კვლავ განმეორდა, ჩვენ ამისათვის მზად ვართ" - აცხადებს ცანავა და დასძენს, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის რომ ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მეორე ტალღაც, თუმცა ის ისეთი სიძლიერის ვერ იქნება, როგორც პირველი.