საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფება. როგორც დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ბოკერია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიერ მორენის შეხვდება.
კალანდაძის განმარტებით, საუბარი საქართველოში ეუთოს მიისიის აღდგენის სამომავლო პერსპექტივებს და ასევე ქვეყანაში არსებულ კრიზისულ საკითხებს შეეხება.
ბოკერია ვენაში ვიზიტს რამდენიმე დღეში დაასრულებს.