დღეს, 14 აგვისტოს ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალი მიუზიკლით გაიხსნება. სპეციალურად ბათუმის ოპერის პრეზენტაციისთვის ახალი სპექტაკლი «ქეთო და კოტეს» პრემიერა გაიმართება.
ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინო მუსიკის ახალი ჟღერადობის ავტორი ნიკა მემანიშვილია.
დეკორაციებისა და კოსტუმების ავტორი ვენეციის ბიენალეს 2011 წლის წარმდგენი თამარ კვესიტაძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილია.
ქეთოს პარტიას შეასრულებს სოფო ნიჟარაძე, კოტეს პარტიის კი ბათუმელი მომღერალი ნიკა ბერიძე.