უშიშროების საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული რეგიონების საკითხის განხილვას ირაკლი ალასანიას გუნდი არ დაესწრება.
ალასანიას გუნდი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების პიარ-აქცია.
"ეს არის ხელისუფლების პიარ-აქცია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სხდომებში ამ მიზეზით მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა ალიანის ერთ ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი გეგმა უნდა გაახმაუროს. ეს იქნება ახალი სტრატეგია, რომელმაც უკვე დოკუმენტის ფორმა მიიღო.