დღეს 21 დეკემბერს, 17:00 საათზე უშიშროების საბჭო ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების საკითხზე იმსჯელებს.
საბჭოს სხდომას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება მმართველი გუნდის და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები დაესწრებიან.
სხდომაზე ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი გეგმა უნდა გაახმაუროს. ეს იქნება ახალი სტრატეგია, რომელმაც უკვე დოკუმენტის ფორმა მიიღო.
"შედგება იმ სტრატეგიის პროექტის განხილვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან სტრატეგიას შეეხება. ეს არის საერთო სტრატეგია ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობისეს არის დოკუმენტი, რომელსაც შემდგომ მოყვება კონკრეტული სამოქმედო გეგმის გაწერა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ყველა ეს პრინციპი, რაც სტრატეგიულად ოკუპაციასთან მიმართებაში ქვეყანამ უნდა განსაზღვროს" - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების დევნის ფაქტებსაც შეეხება.
კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდება თუ კონფლიქტების დარეგულირების რა ახალ სტრატეგიას ირჩევს ოფიციალური თბილისი.