16-18 აგვისტოს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ პლაჟის ფეხბურთის მოედანზე 3 დღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - Batumi Calling გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორია Pandora Events , ხოლო გენერალური სპონსორი- ენერგეტიკული სასმელი BLU.
16 და 17 აგვისტოს იმუშავებს კომპანია ჯეოსელის Zoom აქცია და ამ აქციაში ჩართვისას 1 ბილეთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მეორე ბილეთი გადაეცემა. შესვლა მოხდება სპეციალური სამაჯურებით რომელიცადგილზე გაიყიდება.