დღეს, 21 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე გაიმართება პრესკონფერენცია არტ-კაფეში (მის: ორბელიანის ქ. 31. ყოფილი ამერიკის საკონსულოს ტერიტორია, კოლმეურნეობის მოედანზე) პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე მოხდება მიმართვის წაკითხვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი. პრესკონფერენციის შემდეგ მოხდება მიმართვის მიტანა საპატრიარქოში.
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეა თუთბერიძემ აცნობა. მისივე ინფორმაციით, გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებაში წლების მანძილზე დაგროვილი კითხვების შემცველ ღია წერილზე ხელის მოწერისათვის დეკანოზების ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი წმინდა სინოდის მიერ დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება.
"ეს იქნება არამარტო სრულიად უკანონო რეპრესია ამ ორი მღვდელმსახურისა, არამედ წერილზე ხელისმომწერი დანარჩენი 233 ადამიანის და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა", _ აცხადებს თუითბერიძე.