დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ბათუმს საჩუქრით ესტუმრება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე თითქმის ასი წლის წინ დაარსებულ წიგნის მაღაზიას ქართველი და მსოფლიო მოღვაწეების ფოტოპორტრეტების კოლექციით დაასაჩუქრებს.
მინისტრის ინიაციტივით 41 ფოტო-სურათი სწორედ აქ, ბათუმში, სააქციო საზოგადოება „აჭარწიგნის" №1 წიგნის მაღაზიაში დაიდებს ბინას.
ინტერიერში მუდმივად იქნება გამოფენილი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, შოთა რუსთაველის, დანტე ალიგიერის, კნუტ ჰამსუნის, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის და მსოფლიოს სხვა კლასიკოსთა ფოტოპორტრეტები.
საჩუქრის გადაცემის ცერემონიალს ნიკოლოზ რურუასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.