დღეს, 21 დეკემბერს, ორშაბათს 15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი სამსახურების ცხელი ხაზის ოპერატორებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.
თემა: იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზის ახალი ნომერი აქვს, ექვს-ნიშნა ნომრის ნაცვლად, მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად დასამახსოვრებელ და ადვილად ასაკრეფ ნომერზე _ 0008 დარეკონ და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. სამ დღიან ტრეინინგზე ძირითადი ყურადღება გამახვილდება სატელეფონო მომსახურების მთავარ წესებზე, მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტებსა და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების თავისებურებებზე. ტრეინინგი ინტერაქტიულია და ოპერატორები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და თამაშებში.
მასალის გამოყენების პირობები