დღეს, 21 დეკემბერს,. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი გალერეა - "გალა" გაიხსნება. გალერიის გახსნას ცნობილი ქართველი მხატვრები დაესწრებიან.
გალერეაში გამოფენილი იქნება კლასიკოსებისა და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები; აგრეთვე - ალბერტ დილბარიანი, გაიანე ხაჩატურიანი, მერაბ აბრამიშვილი, მიშა ხვიტია, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, ვახტანგ ბუღაძე, გია ბუღაძე, ედმუნდ კალანდაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და სხვა.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი გაადევნოს თანამედროვე ქართული მხატვრობის განვითარებას, XX საუკუნის დასაწყისიდან - დღემდე.
"გალა- გალერეას" მიზანია, კლასიკოსი მხატვრების რეტროსპექტიული გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების პოპულრიზაცია. გალერეაში მოეწყობა, როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური გამოფენები.