პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, ქალაქ პეშავარში აფეთქება მოხდა. დაღუპულია  6 ადამიანი. 
პოლიციის განცხადებით, პოლიციის ბლოკ-პოსტთან თავი თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა აიფეთქა.
ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე შემთხვევის ადგილიდან ცოტა მოშორებით პოლიციის მანქანაც აფეთქდა, რომელსაც 4 სამართალდამცველი და ერთი ბავშვი ემსხვერპლა, 18 მოქალაქე კი დაშავდა. პოლციის მანქანაში დისტანციური მართვის ნაღმი ამოქმედდა.