დღეს, 21 დეკემბერს, 12:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისრტი ნიკა გილაური სასჯელაღსრილების, პრობაციისა და იურდიული დახმარების ახალ მინისტრს წარადგენს.
დღეს იწურება სასჯელაღსრილების, პრობაციისა და იურდიული დახმარების ახალ მინისტრის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა უკვე თითქმის ორი კვირაა სხვა სამინისტროში გადაინაცვლა. ის ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს უძღვება. სასჯელაღსრილების უწყების ახალი მინისტრის სავარაუდო კანდიდატები ჯერ უცნობია.