თბილისის მერიის პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - ახალ ეტაპზე გადავიდა. მერიამ ხელშეკრულება რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა.
კომპანია "საბა ჯგუფი" და მერია მზად არიან აღნიშნული კომპანიისგან, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, 1 კვ. მეტრი ფართობი 400 აშშ დოლარად შეისყიდოს.
თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით, კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. ობიექტი სამი 15-სართულიანი კორპუსისგან შედგება და 7 283 კვ.მეტრ ფართობზე მდებარეობს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი სახლებით ის 295 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც, წლების განმავლობაში, მშენებლობის დასრულებას ელოდნენ.
სამშენებლო პროცესის განახლებას "თი-ბი-სი" ბანკი 4 600 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ობიექტის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 120 ადამიანი დასაქმდება.