ხვალ, 21 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისრტი ნიკა გილაური სასჯელაღსრილების, პრობაციისა და იურდიული დახმარების ახალ მინისტრს წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გილაური დიმიტრი შაშკინის შემცვლელის ვინაობას 12:30 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში, სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ხვალ იწურება სასჯელაღსრილების, პრობაციისა და იურდიული დახმარების ახალ მინისტრის წარდგენის კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა უკვე თითქმის ორი კვირაა სხვა სამინისტროში გადაინაცვლა. ის ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს უძღვება. სასჯელაღსრილების უწყების ახალი მინისტრის სავარაუდო კანდიდატები ჯერ უცნობია.