დღეს, 10 აგვისტოს, 10:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (ჯ. კახიძის 15) იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
2011 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქ. თბილისში, სასტუმრო ,,აფხაზეთიდან" მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალური შეტყობინებები გადასცა, რომლის თანახმადაც, სასატუმროდან დევნილების გამოსახლება, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს განხორციელდება.