შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქეები ჰამლეტ მინასიანი და ტიგრან იარაზიანი დააჯარიმეს, რომელებმაც ჰიდროციკლით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია.
ჰამლეტ მინასიანს და ტიგრან იარაზიანს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად 300-300 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.