თურქეთში მაღაზიის ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კახა კეკუტია, გურამ თოლორდავა და კახა ვეკუა ქალაქ ტრაბზონში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
ეჭვმიტანილები მარასტრიტის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში ქურდობისას აიყვანეს. მაღაზიის მეპატრონემ ადგილობრივი პოლიციის გამოძახება მოახერხა.
თურქმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დამნაშავეების აყვანისას სამართალდამცველებმა ახლომდებარე ტერიტორია გადაკეტეს.