თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს შოთა იამანიძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შოთა იამანიძე სამართალდამცავებმა 17 მაისს დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის, მოხმარების და რეალიზაციის ბრალდება წაუყენეს.
დაკავებულის ადვოკატი შალვა თადუმაძე ჯერ კიდევ საქმის ძიების პროცესში აცხადებდა, რომ „მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და შოთიკო იამანიძის პატიმრობაში ყოფნა აზრს მოკლებულია".
"მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ თავი ვერ შეიკავა „ცდუნებისგან", რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერი გისოსებს მიღმა გამოემწყვდია. „ქართული პარტია" მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ თანაპარტიელს და მოითხოვს პოლიტპატიმარ შოთა იამანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.