გერმანელი რეჟისორი კირილ ტუშის ფილმზე "ხოდორკოვსკი" უფლებები თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა "ვინზავოდმა" შეიძინა.
"თავიდან ფასი იყო საკმაოდ მაღალი. მოლაპარაკებები მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მაგრამ ის წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ცენტრის არტ დირექტორმა ოლგა პაპერნაიამ.
ცენტრი ფილმს რუს მაყურებელს წარუდგენს.
ფილმზე უფლებების ღირებულებამ სავარაუდოდ 50-იდან 100 ათას აშშ დოლარამდე შეადგინა, თუმცა მხარეები ზუსტ რიცხვს არ ასახელებენ.
2011 წლის 11 თებერვალს ბერლინში ფილმის ერთადერთი ეგზემპლარი მოიპარეს, თუმცა რეჟისორის კომპიუტერში მისი ასლი დარჩა და ის ბერლინალეზე 16 თებერვალს სრული ანშლაგით აჩვენეს. ქურდები ამ დრომდე დაჭერილები არ არიან.
"კირილ ტუშმა ჩაატარა მნიშვნელოვანი კვლევა და რაც მთავარია, ის არ ახდენს მაყურებლების მანიპულირებას", - განაცხადა პაპერნაიამ.