პრეზიდენტის განკარგულებით, ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ყველანაირ მატერიალურ დახმარებას სახელმწიფო გაიღებს, _ ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტი კოპენჰაგენიდან დაბრუნდა და საგანგებო თათბრი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.
დღევანდელ თთბირძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩოგოვაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დედა-შვილი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.