საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე საქართველოში აშშ-ს ელჩს, ჯონ ბასს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ და აშშ-ს ელჩმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართა.