დღეს, 4 აგვისტოს, ლუი არმსტრონგის დაბადებიდან 110 წელი სრულდება.
ჯაზის მუსიკოსი დენიელ არმსტრონგი 1901 წლის 4 აგვისტოს (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო და პოპსი) დაიბადა. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო. მისმა მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა.
მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზმენმა თავდაპირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოს ის უკვე განთქმული იყო, როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომღერალი.
არმსტრონგი 1971 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა.