2011 წლის 2 აგვისტოს "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ მადლობის წერილი გაუგზავნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციეს ხელმძვანელს ქალბატონ არიანე ტომბეს.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობდნენ 2011 წლის 26 მაისს და შემდგომ დღეებში დაკავებულ ასობით დაკავებულს, რომლებიც დამამცირებელ და საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. როგორც იზოლატორებიდან გამოსული დემოკრატიული მოძრაობისა და სახალხო კრების მხარდამჭერები აცხადებენ წითელი ჯვარის წარმომადგენლების ვიზიტები და მხარდაჭერა მათ მარტო არ ტოვებდა კრიმინალური რეჯიმის წინაშე და მომავლის იმედსა და რწმენას აძლევდა.
წერილის ასლი გაიგზავნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცენტრალურ ოფისშიც.