"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტოგრაფების/ჯაშუშობის საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს", - წერს "Eurasianet"-i.
გამოცემის შეფასებით, ბევრ ჟურნალისტს საქმეში ფაქტების ნაკლებობის განცდა აქვს, ხოლო უცხოელი მოკავშირეები, კერძოდ კი შეერთებული შტატები, დაღალა ქართული მთავრობის ფიქსაციამ რუსების ჯაშუშობაზე.
"ჯაშუშობის ამ საქმის ნაჩქარევმა დასასრულმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. სასამართლოს გარეთ ფოტოგრაფებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ, ზოგიერთი მხარდაჭერით, ზოგიერთი ცივად და ზოგიც თავშეკავებულად. ეს განსხვავება ასახავდა იმ გამყოფ ხაზებს, რომლებიც აშორებს სხვადასხვა მედია-საშუალებას საქართველოში", - წერს გამოცემა.