გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული რეზოლუცია ისევ ვერ მიიღო. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
რუსული მხარის განცხადებით, ის მზადაა მხარი დაუჭიროს გაეროს რეზოლუციას იმ შემთხვევაში, თუკი მასში უბრალოდ დაგმობილი იქნება სირიაში მომხდარი ძალადობა, სანქციებისა და სხვა სახის "ზეწოლაზე" კი საუბარი არ იქნება.
ბოლო მონაცემებით, სირიის ჯარები ქალაქ ჰამის დაბომბვას აგრძელებენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები. გასულ კვირას, უფლებადამცველების ინფორმაციით, ჰამაში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.