ქართულ-ამერიკული კომპანია "IG Energy" ჰესის მშენებლობით დაინტერესდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ხანი-7 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა  უკვე დასრულდა
სამინისტროს ვებ-გვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი- მდინარე ხანისწყალზე ასაშენებელი ხანი-7 ჰესით ქართულ-ამერიკულმა კომპანია "IG Energy"-მ გამოხატა ინტერესი.
შეგახსენებთ, რომ  განაცხადების წარმოდგენის ვადა 1 აგვისტოს  ამოიწურა.