სპეციალურად ბათუმის ოპერის პრეზენტაციისთვის ახალი სპექტაკლი " ქეთო და კოტე" დაიდგმება.
ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინომუსიკის ახალი ჟღერადობის ავტორი ნიკა მემანიშვილია.
დეკორაციებისა და კოსტუმების ავტორი ვენეციის ბიენალეს 2011 წლის წარმდგენი თამარ კვესიტაძეა, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი. ქეთოს პარტიას შეასრულებს სოფო ნიჟარაძე, კოტეს პარტიას - ბათუმელი მომღერალი ნიკა ბერიძე.
მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" პრემიერა 14 აგვისტოს იგეგმება.